უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი საერთაშორისო საზოგადოებისთვის კვლავ კრიტიკის საგანია. როგორც ევროპელი პარტნიორები საუბრობენ ქართული ოცნება ამ კანონის მიღებით ევროპულ მომავალს აზიანებს და ხელისუფლებას დასავლური კურსიდან გადახვევის მცდელობაში ადანაშაულებენ. საერთაშორისო საზოგადოების მკაცრ კრიტიკას ოპოზიციონერი დეპუტატერბიც ეხმაურებიან. მმართველი გუნდის ოპონენტებს მოლოდინი აქვთ რომ ევროკავშირი, ისევე როგორც აშშ მკაცრ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მიმართ გარკვეულ სანქციებს დააწესებს. საკითხს ექსპერტებიც აფასებენ, მათი თქმით სანქციებისგან თავის ასარიდებლად ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონის უკან გაწვევაა.
საქართველოს ევროპელი პარტნიორების განცხადებით, "ქართული ოცნება" კანონის მიღებით ევროპულ მომავალს აზიანებს და ხელისუფლებას დასავლური კურსიდან გადახვევის მცდელობაში ადანაშაულებენ