საქარველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება შესაბამისი ქვეყნების და ევროკავშირის იმიჯზე. ამასთან ირაკლი კობახიძე კვლავ აცხადებს რომ საპროტესტო აქციები ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იმართება.