დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია აქციაზე დაპირისპირების საქმის მასალების დეტალების გასაჯაროებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული მეთოდები წამებას უტოლდება. მათივე თქმით, მოიპოვეს კადრებისა და ფაქტების ნაწილი და კიდევ აგრძელებენ ამ კუთხით მუშაობას, რის შემდეგაც ყველა ძალადობრივი ქეისის შესახებ ინფორმაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნიან. როგორც დეპუტატები აცხადებენ, იდენტიფიცირებულია იმ სპეცრაზმელების ნაწილიც, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციონერი ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.