თბილისის მერი კახა კალაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება. როგორც ის აცხადებს, აქციები რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში მიმდინარეობს, რადიკალური ჯგუფების მართულია. მან ასევე მიმართა აქციის მონაწილე ახალგაზრდებს და განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებით ქვეყანა ვერ განვითარდება.