კახა კალაძე - თუ არის სამართლებრივი არგუმენტი, რისი შესწორებაც შეიძლება, თანამშრომლობისთვის მზად ვართ - საქართველოს არაფერი შეუშლის ხელს ევროინტეგრაციის გზაზე - ევროპული მომავალი „ქართული ოცნების“ დაპირებაა - Palitra News

კახა კალაძე - თუ არის სამართლებრივი არგუმენტი, რისი შესწორებაც შეიძლება, თანამშრომლობისთვის მზად ვართ - საქართველოს არაფერი შეუშლის ხელს ევროინტეგრაციის გზაზე - ევროპული მომავალი „ქართული ოცნების“ დაპირებაა

2024-05-16 15:43:30+04:00

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის სამივე მოსმენით მიღების შემდეგ ახლა პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. თავად სალომე ზურაბიშვილი აცხადებს რომ ვეტოს დადებით ის არ მისცემს მმართველ პარტიას ე.წ რუსული კანონის გაკეთილშობილების შესაძლებლობას. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან ოპოზიციაში. ქართულ ოცნებაში კი ფიქრობენ რომ ზურაბიშვილის ვეტო იქნება კიდევ ერთი შანსი ოპონენტებისთვის, რომ ისინი კანონთან დაკავშირებით შინაარსობრივ მსჯელობაში შევიდნენ.