16 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დასავლელი პოლიტიკოსები განმარტავენ, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონი პუტინის პოლიტიკას ასახავს და ამბობენ რომ არ იყოყმანებენ მათი პასუხისგების საკითხის დაყენებაზე. მმართველ გუნდში სანქციებზე საუბარს არასერიოზულს უწოდებენ. აცხადებენ რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება და ცალკეული ნაბიჯი ქვეყნის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.