120 ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული. ხელმომწერები იზიარებენ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია და ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად კანონი გაწვეულ უნდა იქნას. ორგანიზაციები ამბობენ, რომ კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ.