Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი უკვე 2 ლარად და 82 თეთრად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.73 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2 ლარსა და 95 თეთრს აჭარბებს. რაც შეეხება დოლარს, სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ფასი 2.90-2.91 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მისი გაყიდვა 2.70 – 2.82 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. გაცილებით მაღალია სტანდარტული გაცვლითი კურსი კომერციულ ბანკებში, სადაც ერთი დოლარი უკვე 2 ლარსა და 87 თეთრს აღწევს, ევრო კი 3 ლარი და 14 თეთრი ღირს. ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.