„არა რუსულ კანონს” - ამ მოწოდებით სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები დილიდან აქციას მართავენ. ისინი ამ წუთებში ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიიდან გმირთა მოედნისკენ მიემართებიან. სტუდენტები თავდაპირველად გმირთა სწორედ მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტისკენ გაემართნენ, ახლა კი ახალგაზრდები კვლავ გმირთა მოედნისკენ ბრუნდებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.