უფლისწული და მათხოვარი ცნობილი ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის ისტორიულ-საბავშვო ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1881 წელს გამომცემლობა James R. Osgood & Co -ს მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
_________________________________________________________________
წიგნის სიუჟეტი იწყება 1537 წელს, ინგლისის მეფის, ჰენრი VIII-ის ვაჟის, ედუარდისა და მაწანწალა თომასის დაბადებით. ორივე მათგანი ზუსტად ერთ წელს, ზუსტად ერთ დღეს დაიბადა, მაგრამ მათი დაბადებით გამოწვეული სიხარული რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
თომი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ედუარდისგან განსხვავებით არც მშობლების სიყვარულით არის განებივრებული , ის მუდმივად ოცნებობს მეფობაზე. ერთ მშვენიერ დღესაც ის განგებას მეფის სასახლესთან მიყავს, სადაც მას შემთხვევით პრინც ედუარდს შეხვდება , რომელსაც თომი თავის ოთახში შეჰყავს. თომი უამბობს პრინცს თავისი ცხოვრების შესახებ. ედუარდს გაუჩნდება სურვილი, რომ ჩაიცვას თომის ტანსაცმელი, ქუჩაში გავიდეს და ნახოს თუ როგორია ცხოვრება სასახლის კედლებს მიღმა. როცა ისინი ტანსაცმელებს გაცვლიან, აღმოაჩენენ არაჩვეულებრივ მსგავსებას მათ შორის და სწორედ ამ წამიდან , იწყება მათი ახალი, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება , სადაც მათ მოუწევთ განსხვავებულ გარემოსთან შეგუება და საკუთარი თავის სხვა ადამიანად წარმოჩენა.
მარკ ტვენი 1835 წლის 30 ნოემბერს , ფლორიდაში, მისურის შტატში დაიბადა . მწერლის ნამდვილი სახელი და გვარი სემიუელ ლენგჰორნ კლემენზია, მისი მტკიცებით , ფსევდონიმი მარკ ტვენი მან ახალგაზრდობაში აიღო სანაოსნო ტერმინებიდან, როცა ის მისისიპიზე მსახურობდა. თუმცა, არსებობს მეორე ვერსია ამ ფსევდონიმის ლიტერატურული წარმოშობის შესახებ: 1861 წელს Vanity Fair-მა გამოაქვეყნა იუმორისტული მოთხრობა არტემუს უორდის , სამი მეზღვაურის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთს ერქვა მარკ ტვენი. სამუელს ძალიან უყვარდა ამ ჟურნალის კომიქსები და გამოსვლისთნავე კითხულობდა მას.
მარკ ტვენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წაკითხვადი მწერალია , მისი რომანები ნათარგმნია ყველა ენაზე და გამოცემულია თითქმის ყველა ქვეყანაში.
ჰანიბალში, მისურის შტატში , შემორჩენილია სახლი, რომელშიც ცნობილმა მწერალმა ბავშვობის წლები გაატარა , ასევე გამოქვაბულები, რომლებიც მან გამოიკვლია ბავშვობაში და რომლებიც მოგვიანებით აღწერილი იქნა მის ცნობილ რომანში "ტომ სოიერის თავგადასავალში". მარკ ტვენის სახლი ჰარტფორდში კი გადაკეთდა მის პირად მუზეუმად და გამოცხადდა ეროვნულ ისტორიულ ძეგლად ამერიკის შეერთებულ შტატებში.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2024 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.