უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. როგორც სალომე ზურაბიშვილმა უკვე აღნიშნა, ვეტოს გამოიყენებს, თუმცა, მისივე თქმით, ვეტოს დადებით ის, როგორც თავად ამბობს, „ყალბ მოლაპარაკებებში“ არ შევა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვეტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის ამ პოზიციით კმაყოფილები არიან. საპარლამენტო უმრავლესობაში კი თვლიან, რომ ვეტო იქნება კიდევ ერთი შანსი ოპონენტებისთვის, რომ ისინი კანონთან დაკავშირებით შინაარსობრივ მსჯელობაში შემოვიდნენ.