საქართველოს პრეზიდენტმა CNN-თან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა და საპარლამენტო არჩევნებისთვის პროევროპული ფრონტის ლიდერობა დაანონსა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით საქართველოში არსებული ვითარება უკრაინისგან განსხვავდება, თუმცა რუსეთის ქცევის მეთოდები მსგავსია. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას ზრდასრული სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც უწყვეტი საპროტესტო აქციებით ევროპული გზის ერთგულებას გამოხატავს. სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. რა განცხადბებს აკეთებენ ხელისუფლბის ოპონენტები, თორნიკე ქარსაულიძის სიუჟეტიდან გავიგებთ.