დასავლეთი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლებას კვლავ მწვავედ აკრიტიკებს. ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული კანონის მიღებით რუსეთის დავალება შეასრულა და ქვეყნის დემოკრატიას ძირი გამოუთხარა. ევროპელი პარტნიორები ქართულ ოცნებას კვლავ მოუწოდებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვიონ. თემაზე ვრცლად თაზო მაჭარაშვილი სიუჟეტიდან გავიგებთ.