რა გზავნილები ჰქონდა ჯიმ ო'ბრაიენს და როგორ აფასებენ მის ვიზიტს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში? - Palitra News

რა გზავნილები ჰქონდა ჯიმ ო'ბრაიენს და როგორ აფასებენ მის ვიზიტს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში?

2024-05-15 19:45:36+04:00

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ბრაიანი ქართული ოცნების ლიდერებს , ოპოზიციონერ დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ კანონპროექტზეც ისაუბრეს. როგორც ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მკაფიოდ გამოხატა პოზიცია კანონთან მიმართებით და ხელისუფლება ევროკავშირის ნორმიდან გადახვევაში დაადანაშაულა. რა გზავნილები ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს და როგორ აფასებენ მის განცხადებებს ხელისუფლების ოპონეტები, მარიამ ბუკია გვეტყვის.