26 ოქტომრის საპარლამენტო არჩევნები და სალომე ზურაბიშვილის როლი პროცესებში. ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს,რომ წინ გაუძღვება პროევროპულ ფრონტს, როგორც პროდასავლური და პროევროპული პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა წინასაარჩევნო პროცესებში სალომე ზურაბიშვილის ჩართულობას დადებითად აფასებს. მმართველი პარტია კი ტრადიციულად ქვეყნის მთავარსარდალს აკრიტიკებს.