დასავლეთი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო “ქართულ ოცნებას” მწვავედ აკრიტიკებს. ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული კანონის მიღებით კრემლის დავალება შეასრულა და ქვეყანის დემოკრატიას ძირი გამოუთხარა. დასავლეთი აღნიშნული კანონპროექტის საბლლოოდ დამტკიცებით იმდენად შეშფოთებულია, რომ სტრატეგიული პარტნიორები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვისათვის სანქციების დაწესებაზეც კი ალაპარაკდნენ.