საქართველოს პრეზიდენტმა CNN-თან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. სალომე ზურაბიშვილმა მზადყოფთა გამოთქვა, არჩევნებზე რომელიც მისი შეფასებით, გარკვეულწილად, რეფერენდუმი იქნება, წინ გაუძღვეს პროევროპულ ფრონტს. ქვეყნის მთავარსარდლის შეფასებით, საქართველოში არსებული ვითარება უკრაინისგან განსხვავდება, თუმცა რუსეთის ქცევის მეთოდები მსგავსია. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას ზრდასრული სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც სამ კვირაზე მეტია ევროპული გზის ერთგულებას გამოხატავს.