აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, იმის აღსადგენად, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში გაანადგურა, საფასური რუსეთმა უნდა გადაიხადოს. ბლინკენის თქმით, აშშ აპირებს, ჩამორთმეული რუსული აქტივები უკრაინის რეკონსტრუქციის დაფინანსებისთვის გამოიყენოს. სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ მუშაობს „დიდი შვიდეულის“ წევრ სხვა ქვეყნებთან, რათა „რუსეთის სუვერენულ აქტივებთან მიმართებით იგივე ნაბიჯები გადაიდგას. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ „დიდ შვიდეულს“ პუტინისთვის მძლავრი მესიჯის გაგზავნა შეუძლია.