უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმში გასულ ღამეს საჰაერო განგაში გამოცხადდა. ქალაქში საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა და აფეთქებების ხმები ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტილი იყო. ამასთან, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხეილ რაზვოჟაევის თქმით, სევასტოპოლზე მასიური თავდასხმა მოიგერიეს. მისი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა, „ბელბეკის“ აეროდრომის მიდამოშიც ჩამოაგდო. „ტელეგრამ“ არხი ASTRA ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯამში დაახლოებით 20 რაკეტა ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, „ბელბეკის“ აეროდრომის მიდამოში ხანძარია.