პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, 15 მაისის 09:30 საათიდან პარლამენტში ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები დაიშვებიან. მათივე თქმით, შენობაში დაიშვებიან ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. პარლამენტში განმარტავენ, რომ ამის მიზანი პარლამენტში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა.