ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ბრაიანი ქართული ოცნების ლიდერებს , ოპოზიციონერ დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ კანონპროექტზეც ისაუბრეს. როგორც ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მკაფიოდ გამოხატა პოზიცია კანონთან მიმართებით და ხელისუფლება ევროკავშირის ნორმიდან გადახვევაში დაადანაშაულა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტი მიიღო და ამით საქართველო დასავლურ მომავალს კიდევ უფრო დააშორა. ქვეყნის ექსპერტები კი აცხადებენ, რომ მსოფლიოს მხარდაჭერით ქართული ოცნების მხრიდან გამოცხადებულ ბრძოლაში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.