საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისუაბრა. მისი თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ასლი იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და სამოქალაქო საზოგადოების სრული რეპრესირებისთვის გამოიყენა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის წინ გაუძღვება პროევროპულ ფრონტს არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში არსებული ვითარება უკრაინისგან განსხვავდება, თუმცა რუსეთის ქცევის მეთოდები მსგავსია. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ქვეყანას ზრდასრული სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც სამ კვირაზე მეტია ევროპული გზის ერთგულებას გამოხატავს.