აქციის მონაწილეები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, გმირთა მოედნიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.
ისინი პროტესტს საკანონმდებლო ორგანოს წინ გააგრძელებენ.
მსვლელობას წინ მოტოციკლისტები მიუძღოდნენ.
“საქართველო!”,- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.