სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას უკვე წელს ისურვებდა. კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე დისკუსიის დასასრულს მოდერატორმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ჰკითხა, სურვილის ჩაფიქრება რომ შეეძლოს, რომელ წელს ისურვებდა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. სომხეთის პრემიერის თქმით, ახლა ოფიციალურ ერევანს ევროკავშირთან გარკვეული თანამშრომლობა აქვს და ევროკავშირის სადამკვირვებლო სამოქალაქო მისია განლაგებულია აზერბაიჯანთან საზღვარზე, რეგიონის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.