რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ვიზიტით 16-17 მაისს ჩავა. პრეზიდენტად ახალი ექვსწლიანი ვადით არჩევის შემდეგ ეს პუტინისთვის პირველი უცხოური ვიზიტი იქნება. კრემლის ცნობით, პუტინი ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ჩადის. ოფიციალური ინფორმაციით, პუტინი და სი ძინპინი ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ და ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე მოსაზრებებს გაცვლიან.