უკვე დადასტურებულად - ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ოპოციამ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სანქციების კოორდინატორთან შეხვედრაზე უარის თქმა და ბოიკოტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს. მათივე თქმით, მსგავსი ტიპის ნაბიჯი ნათელი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ხელსიუფლება ქვეყანას არათუ დასავლეთთან, არამედ რუსეთთან აახლოებს.