,,ქართული ოცნება" ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით დღეს განიხილავს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება კანონპროექტს მესამე მოსმენითაც მიიღებს და არგუმენტირებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებნი არიან, რომ მესამე მოსმენა ფორმალური ხასიათის იქნება და მმართველი პარტია კანონპროექტს კენჭს ყოველგვარი განხილვისა და დასაბუთების გარეშე უყრის.