„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებს ეხმაურება - ხაბეიშვილის შეფასებით, წარმოუდგენლად მძიმეა იმის ყურება, რასაც „ხელისუფლების დაკარგვის შიშით“ ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. ხაბეიშვილის განცხადებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი არის ეჭვმიტანილი არაადამიანურ მოპყრობაში, წამებასა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში.