სალომე ზურაბიშვილი ე.წ. გამჭვირვალობის კანონპროექტს კვლავ რუსულს უწოდებს და აცხადებს, რომ მას ვეტოს დაადებს. ოპოზიციის გაცხადებით, მიუღებელია ხელისუფლების მცდელობა, პრეზიდენტის ვეტოს დადების შემდეგ, მოტივირებული შენიშვნები განიხილოს და ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდეს. ოპონენტები აცხადებენ, რომ კანონპროექტში არავითარი შესწორება არ უნდა შევიდეს, რადგანაც ერთადერთი გამოსავალი მისი გაწვევა იქნება. თავის მხრივ, ხელისუფლება იმის მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული და, როგორც თავად ამბობენ, მხოლოდ არგუმენტირებული შენიშვნები განიხილონ.