აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილეს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბლინკენმა ქალაქ რაფაჰში მასშტაბური შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით, ამერიკული მხარის გაფრთხილება გაიმეორა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაცვის გადაუდებელი საჭიროება კვლავ არსებობს. მანვე, ისრაელის თავდაცვის მინისტრს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დაშვებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო მდივანმა, ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერასა და „ჰამასის“ დამარცხების საჭიროებას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.