საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდს მიმართა - სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ე.წ. გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის ამოქმედება არჩევნებამდე გადადოს და საკითხი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ გადაწყვიტოს. სალომე ზურაბიშვილის განცახდებით, პარლამენტში ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება ქვეყნის მოქალაქეებმა მასშტაბური აქციებით მკაფიოდ, არაერთხელ დაადასტურეს. ვინ როგორ გამოეხმაურა ზურაბიშვილის ამ ინიციატივას.