იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. გამჭვირვალობის კანონპროექტი, ზუსტად 67 წამში მიიღო. ოპოზიციონერ დეპუტატებს არ მიეცათ იმის საშუალება, რომ სხდომას დასწრებოდნენ და საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ, მათ შორის პარლამენტის მიმდიბარე ტერიტორიაზე მომხდარ მივლენებთან დაკავშირებით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშბილი კი აცხადებს, რომ სხდომა დაახლოებით 2 წუთში იმის გამო დასრულდა, რომ კანონპროექტის მესამე მოსმენა „რედაქციული ხასიათის“ იყო.