პარლამენტის უკან, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო - ამ დროისთვის, ტერიტორიას სრულად იკავებს სპეცრაზმი, განლაგდა წყლის ჭავლის მანქანაც - Palitra News

პარლამენტის უკან, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო - ამ დროისთვის, ტერიტორიას სრულად იკავებს სპეცრაზმი, განლაგდა წყლის ჭავლის მანქანაც

2024-05-13 06:53:55+04:00

პარლამენტის უკან, სადაც პოლიცია მოქალაქეებს ტერიტორიას ატოვებინებს, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა.

აქციის მონაწილეები მათი მისამართით სკანდირებენ: „მონებო“, „მონებო“.

იმის ნიშნად, რომ პროტესტი არის მშვიდობიანი, აქციის მონაწილეებს ხელები აქვთ ზემოთ აწეული.

საბოლოოდ, პარლამენტის უკანა ტერიტორია სპეცრაზმმა სრულად დაიკავა, ადგილზე, ასევე, გამოჩდა ჭყლის ჭავლის მანქანაც.