„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. მსჯელობა დღეს ბორჯომში გაიმართა. შესაბამისი კომისია ცვლილებათა პაკეტს მოქალაქეებს აცნობს და მათ მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს. განხილვის შედეგები კი საბოლოოდ პარლამენტს წარედგინება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციურ კანონპროექტზე მსჯელობა.