ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბრალდების საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს. პროკურატურა აცხადებს, რომ განხორციელებულია ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. ორივე პირს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით წარედგინა, უჩა აბაშიზეს კი დამატებით საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.