„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეები „არა რუსულ კანონს“, „საქართველოს გაუმარჯოს“ სკანდირებენ. „ევროპის მარში – ევროპის კვირაში" - ასე ჰქვია აღნიშნულ მსვლელობას, რომელსაც მოქალაქეები თბილისის 4 სხვადასხვა ადგილიდან შეუერთდებიან.
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“- ეს არის დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი.
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.
ცნობისთვის, უკვე დაიძრა მარში მეტროსადგურ "300 არაგველიდანაც".