„ექსპო ჯორჯიაში”, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნითი ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა მიმართა. პაველ ჰერჩინსკიმ სიტყვით გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარიც გააკეთა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა.