დღეს, თბილისში ე.წ.“ გამჭვირვალობის” შესახებ კანოპროექტის საწინააღმდეგო „ევროპის მარში“ თბილისის სამ ლოკაციაზე გაიმართება. კერძოდ, მარშის მონაწილეები დედაქალაქის სამ ადგილზე - რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო 300 არაგველთან შეიკრიბებიან და მარშით ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ „ევროპის მარში“ სამივე ლოკაციაზე ერთდროულად, 19:00 საათზე დაიწყება. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციით საკუთარ ხმას “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ გააგონებენ და აჩვენებენ, რომ ქართველი ხალხის უცვლელი არჩევანი სწორედ ევროპაა.