ყაზახეთის ქალაქ ალმათიში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ძირითად საკითხებზე ისაუბრებენ. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა მანამდე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ ორ მხარეს შორის უნდა წარიმართოს და რომ ასტანას შუამავლობაზე საუბარი არ არის. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ბოლოს ბერლინში 29 თებერვალს შეხვდნენ, სადაც სამშვიდობო ხელშეკრულების ძირითად საკითხებზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.