დასავლელი და სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ქართული ოცნების მისამართით არ წყდება . აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ახლა უკვე აცხადებს რომ საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს. ამის პარალელურად საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია human rights watch-იცაცხადებს რომ პარლამენტმა უნდა ჩააგდოს კანონპროექტი მის ბოლო მოსმენაზე. აღსანიშნავია რომ დღეს ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოებმაც გამოაქვეყნეს განცხადებები სადაც ნათქვამია, რომ დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კრიტიკული გზავნილები დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც შეაფასეს.