ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა - შესაბამისი მემორანდუმი ბულგარეთში საქართველოს ეკონომიკისა მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს უკვე შავი ზღვის ოთხი ქვეყანა: თურქეთი, რუმინეთი, უკრაინა და ბულგარეთი აღიარებს. გარდა ამისა, ვიზიტის დროს აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის ალტერნატიული დამაკავშირებელი მარშრუტის როლი, რაც საქართველოსა და ბულგარეთს სატრანსპორტო და სატრანზიტო ფუნქციის უკეთ გამოყენების საშუალებას აძლევს.