თბილისის "დინამოს", გულშემატკივართა გაერთიანება "მიმინო 1925" აფუძნებს მოძრაობას "პირველი მერცხალი", რაც მიზნად ისახავს “აქციის დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირებას, ჰუმანიტარულ აქტივობებს, ასევე კოორდინაციისა და ორგანიზებულობის ზრდას”. გულშემატკივართა გაერთიანების განცხადებაში წერია, რომ „რუსული კანონის ინიცირების დღიდან, მათ გაერთიანებას ჰქონდა მკაფიო პოზიცია და „დინამოს“ გულშემატკივრები რუსთაველის გამზირზე დაუგეგმავად იდგნენ, თუმცა ამიერიდან ამას ორგანიზებული ხასიათი ექნება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნული გაერთიანებისთვის „დინამო“ იყო, არის და იქნება ეროვნული სულისკვეთების სიმბოლო.