ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ, რათა ვლადიმერ პუტინის ომის მანქანა დაშალონ. რობერტა მეცოლამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კიევის მოკავშირეები პუტინისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე მუშაობენ, რაც ევროკავშირში ასობით მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივების გაყინვას ითვალისეინებს. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება, რადგან რუსეთი არ აჩვენებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის ნიშნებს, ამიტომ ევროპა მზად უნდა იყოს, რომ კრემლის საფრთხეებს პასუხი გასცეს.