უჩა აბაშიძის დაკავებას მის სახლთან შეკრებილი აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კრიტიკა და პროტესტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ აბაშიძე აიყვანა, მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს და გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ საპატრულო პოლიციამ არ მისცა. პროტესტის მონაწილეებისა და პოლიციელების დაპირისპირება აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავებით დასრულდა. ამის მიუხედავად, აქტივისტებმა და უჩა აბაშიძის მხარდამჭერებმა, პარლამენტის შენობასთან მსვლელობით, ტროტუარის მეშვეობით გადაინაცვლეს და პროტესტი სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთან გააგრძელეს.