13 მაისს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უცხოური გვლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს. საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდზე უკვე ოფიციალურად ჩაინიშნა 13 მაისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დილის 9 საათზე , თუმცა მანამდე 10 მაისს უქმე დღეს, მოულოდნელად ჩანიშნული კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელიც ოპოზიციას გარკვეული სახის კითხვის ნიშნებს უჩენს. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ ხვალ კომიტეტის სხდომაზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა არ მოხდება. თემაზე მეტს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.