რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ამასთან, კრემლის წარმომადგენლის თქმით, სომხური მხარის თხოვნით, რუსი მესაზღვრეები დარჩებიან ირანისა და თურქეთის საზღვართან.