საქართველო, წელს პირველად, ევროპის დღეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად, რუსთაველის თეატრში, ევროკავშირის ელჩის ორგანზებით, გალა კონცერტი გაიმართა. რუსთაველის თეატრში იმყოფებოდნენ ოპოზიციის ლიდერები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ მმართველი გუნდის წევრებიც, თუმცა ისინი ადგილზე არ მისულან. დღევანდელ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა და მოწვეულმა სტუმრებმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ" ისაუბრეს. როგორც ელჩები, ხელოვანები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შემაშფოთებელია.