ფიზიკური თავდასხმები პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე. თბილისში გუშინ გვიან ღამით განვითარებულ მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს. გამოძიების ობიექტურობის იმედი არ აქვს ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებულია რომ თავდასხმები ქართული ოცნების მიერ მოწყობილი და წახალისებულია. რას ყვება ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ძმა და როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მერაბ პაპაშვილი გვეტყვის.