დღეს მოსკოვში, წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღლუმში 9 ათასზე მეტი სამხედრო, 79 ერთეული ტექნიკა და ავიაცია მონაწილეობდა. აღლუმი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩაიბარა და მან ე.წ. „გამარჯვების დღეს“ „ჭეშმარიტად სახალხო, წმინდა დღესასწაული“ უწოდა. სამხედრო აღლუმს პუტინთან ერთად დაესწრნენ ბელარუსის, გვინეა-ბისაუს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, კუბისა და ლაოსის პრეზიდენტები. მიწვეულ სტუმრებს შორის არ ყოფილან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტები ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი.