საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ შიდა ფრენებზე გამოცხადებული ორივე ტენდერი ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობის ინტერესი არავის გამოუხატავს. სახელმწიფო შესყიდვა ეხებოდა როგორც ბათუმიდან თბილისის, ასევე მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნას. ცნობისათვის, შიდა მიმართულებით, საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის მომსახურების შესყიდვის მიზნით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2 ტენდერი გასულ თვეს გამოაცხადა. ჯამში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23 197 093 ლარს შეადგენდა. ერთ-ერთი ტენდერი უკავშირდებოდა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენების გადაყვანის უზრუნველყოფას. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მგზავრთა რაოდენობა არანაკლებ 40 უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, შესყიდვის პირობების თანახმად, საჰაერო ხომალდით შესაძლებელი უნდა ყოფილიყო თითოეული მგზავრისთვის არანაკლებ 15კგ. თანმქონი ბარგის გადატანა. აღნიშნული ტენდერის ღირებულება 8 178 197 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება მეორე ტენდერს, რომელიც მესტიისა და თელავის მიმართულებას გულისხმობდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 მილიონ 18 ათას 896 ლარი იყო. როგორც უკვე გითხარით, კომპაინების ინტერესის არ გამოუხატავთ, რისთვისაც ვადა 7 მაისამდე ჰქონდათ.